30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
რატომ დაჭრეს პოლიციელი ბათუმში - სამართალდამცველი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, პატრულზე თავდასხმის მომენტი ჩანს.

ბათუმში 29 წლის ოთარ თავართქილაძე უცნობმა პირმა დანით ყელის არეში დაჭრა. სამართალდამცავს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. პოლიციელი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

დაჭრილი პატრულის მეწყვილემ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა. ის 37 წლის გელა ჭაღალიძე აღმოჩნდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ინციდენტს ჩხუბი და ხმაური არ უძღვოდა წინ, ამიტომ თავდასხმის მოტივი გაუგებარი იყო.

პატრულის დაჭრის მოტივი გაუგებარია თავდამსხმელის ოჯახისთვისაც. გელა ჭაღალიძის მამა ამბობს, რომ პოლიციელთან იქამდე მის შვილს უთანხმოება არ ჰქონია. ერთ-ერთი ვერსიით, გელა ჭაღაძეს ქურდული სამყაროს წევრობა და ამ გზით ციხეში მოხვედრა სურდა.

დაჭრილი პოლიციელი პროფესიონალი მკლავჭიდელია და ის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებოდა.

გამოძიება გელა ჭაღალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ჭაღალაძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები