მოსკოვში, ლუბიანკას რაიონში ФСБ-ს შენობის ახლოს უცნობმა პირმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაუდასტურებელი ცნობით დაღუპულია 3 ადამიანი და დაჭრილია რამდენიმე.
გავრცელებნული ინფორმაციით ცეცხლი სპეცსამსახურის შენობის მისაღებში გახსნეს. ადგილზე სამართალდამცავები მალევე მივიდნენ რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია და გააქტიურებულია რეჟიმი "სირენა".