30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ბავშვთა კოდექსი რომ ძალაში ყოფილიყო, იქნებ ლუკას სიცოცხლე გადაგვერჩინა - სოფიო კილაძე

"ვფიქრობ, ბავშვის კოდექსი ძალაში რომ გვქონოდა, შესაძლებელი იყო ლუკას სიცოცხლის გადარჩენა,"- ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ ბავშვთა კოდექსის განხორციელებას ფინანსური რესურსი სჭირდება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე განსაზღვრულია. 

"ის, რომ ჩვენ სისტემურად გვქონდა ბევრი სამუშაო, ეს ჩვენ ადრეულ პერიოდშივე ვნახეთ, მოვახდინეთ იდენტიფიცირება და ამის შემდეგ დავიწყეთ ბავშვის კოდექსზე მუშაობა, რომელიც მივიღეთ. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, ვერ შევიდა ძალაში, იმიტომ, რომ ბავშვის კოდექსის განხორციელებას სჭირდებოდა ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი. 2020 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ის თანხები, რომელიც აუცილებელია ბავშვის კოდექსის რეალიზებისთვის. ვფიქრობ, ეს სისტემა რომ ყოფილიყო ამუშავებული და ბავშვის კოდექსი ძალაში გვქონოდა, შესაძლებელი იყო ლუკას სიცოცხლის გადარჩენა,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღის ამბები