30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ჰარცელი მოზარდის სუიციდზე - "ამ შემთხვევიდან, შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ"

ევროკავშირის ელჩი 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია, საქმეში არსებული ფაქტები ყურადღებით შეისწავლონ.

"პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მინდა ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო.

მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფაქტებს და ყოვლისმომცველი გზით შევისწავლოთ ისინი. ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ.

ვფიქრობ, ჩვენ ეს შემთხვევა უნდა განვიხილოთ თუ რამდენად არის კანონის სტანდარტები დაცული, შემდეგ კი გვექნება ამ საკითხზე კიდევ ერთი დისკუსია," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები