ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე მსჯელობენ.
ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, დემოკრატების მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლა მოახდინა, რათა მას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. დღესვე რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს უყრის.
ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, ლას ვეგასში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ბოსტონსა და სხვა დიდ ქალაქებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი საპროტესტო აქციებით მოითხოვეს. ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.
მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის 6-გვერდიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოპონენტები გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
"მსგავსი რამ ამერიკის პრეზიდენტის მიმართ არ უნდა განმეორდეს ილოცეთ,"- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.