30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
გიგი უგულავას ადვოკატი აეროპორტის ტერიტორიიდან ამოღებული ვიდოფაილების ნახვის უფლებას ითხოვს

აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. უფლებადამცველი აეროპორტის ტერიოტორიიდან ამოღებული ვიდოფაილების ნახვის უფლებას ითხოვს.

ადვოკატი ამბობს, რომ მასალა საქმეში დევს, მაგრამ მისთვის არ გადაუციათ. დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას სასამართლო, ეს ორი დღის ვადაში გახდება ცნობილი.

"11 დეკემბრის შემდეგ, მყარი დისკი გამოძიებას აქვს საქმეში და არ გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ მასში არსებულ ინფორმაციას და იმ რეალობას, რა მოხდა რეალურად თავდასხმის დროს. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, გიგი უგულავამ სცემა მოჭიდავე ბადრი გავაშელიშვილს, თუ თავად სპორტსმენი დაესხა თავს და მიაყენა გარკვეული სახის დაზიანებები. აქედან გამომდინარე მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ, გამოსცეს განჩინება და მოხდეს იმ მყარ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალირება, რომ გავერკვეთ, რა მოხდა რეალურად,"- აცხადებს გიგი უკულავას ადვოკატი, გიორგი გელხაური.

დღის ამბები