30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ეს პოლიტიკური სვავები უბედურების ფაქტზე არიან წასეულები" - ვოლსკი ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაზე საუბრობს. 

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. 

"რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში. მაგრამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულების ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური სვავების პოლიტიკა, რომელიც აი ამ უბედურების ფაქტზე არიან წასეულები. სიღრმისეულად რომ გავაანალიზოთ, გაცილებით უფრო სერიოზულია პრობლემა და ვფიქრობ, რომ სისტემა, რომელზეც ისინი საუბრობენ, დიდი ხანია დაინგრა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები