30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს

დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს ძალადობაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. დავით ქაცარავა ბრალდებებს უარყოფს და ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ბობნევში მდებარე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერირიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა ბრალის დადგენილება. აღნიშნულის საფუძველზე, შსს-ს გორის რაიონულ განყოფილებაში ხ.ხ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო დ.ქ.-ს საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დ და გ ქვეპუნქტებით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დღის ამბები