30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ქართული დელეგაცია შეხვდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწეს და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მართლმსაჯულება და საარჩვენო რეფორმა. ყურადღება, ასევე, დაეთმო რეგიონში და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. საუბრის თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებაც.

დღის ამბები