520-ე დადგენილების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის, დეპუტატების და კლინიკების წარმომადგენლების მონაწილეობით, თემატური ჯგუფი იქმნება. გადაწყვეტილება დღეს შეხვედრაზე მიიღეს.
ჯანდაცვის ტრეინინგცენტრში დღეს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ფორმატში შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
საუბარია დადგენილებაზე, რომელიც კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.