30 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ვინც უნდა მიცავდეს, ის მკლავს - კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

სკოლის მოსწავლეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ, რომელზეც სწორედ ის სიტყვები ეწერა, რაც არასრულწლოვანმა "მწვანე სკოლის" კედლებზე დაწერა.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს.

ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

დღის ამბები