30 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
მთავრობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ არც ერთ კანდიდატს არ განიხილავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მონაწილე 5 კანდიდატიდან, არც ერთი კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა და შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა,ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

დღის ამბები