30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
დიღომში პოლიციის შენობაზე გაკრული ბანერი "ამ ცხოვრების დედაც" პოლიციელებმა ჩამოხიეს

დიღომში პოლიციის შენობაზე, სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკრული ბანერი "ამ ცხოვრების დედაც" პოლიციელებმა ჩამოხიეს.

ფაქტმა სამოქალაქო აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

"სად ვცხოვრობთ?! თქვენ ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ?! შენობის ფასადი დაიცავით, თქვენთვის ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ჩანს," - მიმართა აქციის მონაწილემ სამართალდამცველებს.

ცნობისთვის, დიღომში პოლიციის შენობასთან, სადაც 15 წლის მოზარდი დაკითხეს, სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიასა" და "გაბედეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.  აქცის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ყველა ის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი, ვინც მოზარდზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ძალადობა სცადა.

დღის ამბები