30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
იაშვილის კლინიკასთან 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო "სირცხვილიამ" სოლიდარობის აქცია გამართა

იაშვილის კლინიკასთან 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო "სირცხვილიამ" სოლიდარობის აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე თეთრი მიხაკები მიიტანეს და კლინიკის კიბეებზე დააწყეს. გარდა ამისა, მათ სანთლებიც დაანთეს. აქტივისტები ოჯახს თანადგომას უცხადებენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მისი დაკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები