30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
პოლონეთს სასამართლო რეფორმის გამო, შესაძლოა, ევროკავშირი დაატოვებინონ

პოლონეთს სასამართლო რეფორმის გამო შესაძლოა ევროკავშირი დაატოვებინონ. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას წერილი გაუგზავნა. მოსამართლეები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დაგეგმილი რეფორმა პოლონეთის სასამართლოს ევროპულ კანონმდებლობასთან დააშორებს, რაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას გამოიწვევს. პოლონეთის ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს გასულ კვირას მიმართა. ამას მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუზღუდავს.

დღის ამბები