30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა - ოჯახი მოზარდზე ზეწოლაში პოლიციას ადანაშაულებს

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

"ბოლო 6 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო ჩარევა. საგანგებოდ ამ პაციენტისთვის ნეიროქირურგების და ანესთეზიოლების გუნდი ჩამოვიდა ისრაელიდან, თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხედრდა. 20:10 საათზე მისი გული გაჩერდა,"-განმარტა კლინიკის დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს.

გუშინ "კურიერთან" ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი კატეგორიულად უარყოფს არასრულწოვანზე ზეწოლას.

ამის მიუხედავად, თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები