30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
სკოლაში, სადაც 15 წლის მოზარდმა წარწერები დატოვა, ფსიქოლოგები მუშაობენ - ისინი მოსწავლეებს და ადმინისტრაციას ესაუბრებიან

მოზარდის თვითმკვლელეობის მცდელობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს ფსიქო - სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა.

სპეციალისტები თბილისის მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში“ მუშაობენ.

ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს ესაუბრებიან. 

"ვახორციელებთ სასკოლო ინტერვენციებს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვებში, საჭიროებიდან გამომდინარე და რადგან ჩვენი სერვისი არის კონფიდენციალური, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,"-აცხადებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი, ელენე ყიფიანი. 

დღის ამბები