30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო - "მომდევნო 4-5 დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა მიღებული ტრავმის დაძლევას"

ისრაელიდან მოწვეული ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიკოსების თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი. მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

“მოზარდი ამჟამადაც კრიტიკულ მდგომარეობაშია, მომდევნო 4-5 დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა მიღებული ტრავმის დაძლევას. ვუტარებთ შესაბამის მკურნალობას და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად,“ - აცხადებს ისრაელიდან მოწვეული ექიმი, ზიონ ზიბლი.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მისი დაკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

დღის ამბები