კიევში, რადას შენობასთან, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებს გრუშევსკის ქუჩაზე კარვის დადგმის უფლება პოლიციამ არ მისცა. სიტყვიერი დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დაშავებულები არიან ორივე მხარეს.
აქციის მონაწილეები სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას აპროტესტებენ, კანონი რადამ ნოემბერში მიიღო. ამის გამო "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ოპოზიციაში გადავიდა. დღეს ის საპროტესტო მიტინგზე მივიდა.