30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან - ლაშა დარსალია კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე

კონგრესმენების კრიტიკულ წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და საქართველოს საგარეო უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან შესაბამის კომუნიკაციას აგრძელებს:

"ჩვენ მუდმივად მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, მივაწოდოთ მათ რეგულარული ინფორმაცია. ხშირად არის, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ხან არაზუსტია, ან არ არის სათანადოდ ინტერპრეტირებული. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან," -  განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნეს, სადაც კრიტიკაა გამოთქმული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნისა და საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევების გამო.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები