30 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან სწორი კომუნიკაცია იყოს - დავით ზალკალიანი კინზინგერის წერილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის წერილს ეხმაურება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური ინფორმაცია მიეწოდოთ.

"მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები