30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ამბავი ხალდეს აჯანყებაზე - დოკუმენტური მასალა ოკუპაციის მუზეუმში გამოიფინა

სვანეთში, სოფელ ხალდეში, 1875 წლის აჯანყება და თავდადებული ბრძოლა ტერიტორიის დასაცავად - დოკუმენტური მასალა და ხალდეს აჯანყების ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში გამოიფინა.

ხალდეს აჯანყების მოტივი თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ამბავი აჯანყებაზე 1875 წელს დაიწყო. ისტორიულად, ბალსზემო სვანეთი, ანუ თავისუფალი სვანეთი, ერთადერთი ადგილი იყო კავკასიაში, რომელსაც არც ბატონი ჰყოლია და არც გადასახადს უხდიდა ვინმეს.

რუსეთის იმპერიას მათთვის მიწის გადასახადის დაწესება განუზრახავს და ტერიტორიის აზომვაც დაუწყიათ. ხალდეს მოსახლეობას კი ხატზე დაუფიცავს, რომ მეფის რუსეთს არ დანებდებოდა. ხალდე მტერთან 10 დღე იბრძოდა. ბოლოს,  აჯანყებულებს ცოლ-შვილის დაჭერით დაემუქრნენ და სვანებიც ჩაბარდნენ. 

 ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები