მიწისძვრა ფილიპინებზე - დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულ მინდანაოზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგებს მოჰყვა ნგრევაც. სტიქიის ზონაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სეისმოლოგების ინფორმაციით, გამორიცხული არაა სტიქიის ზონაში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდეს.