30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ნაძირალა ღორო" - წარწერა, რომელიც ელენე ხოშტარიამ აბრაზე დაწერა და ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან დაკიდა

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან აბრა მისი სტატუსით აღარ კიდია. ის ელენე ხოშტარიამ ჩამოხსნა და სხვა წარწერა გააკეთა. 

"ნაძირალა ღორო" წერია ტრაფარეტზე, რომელიც დღეს ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის კართან დაკიდა.

უმრავლესობის წევრებისთვის კუხიანიძის ფეისბუკპოსტების შინაარსი მიუღებელია, თუმცა განსხვავებული აზრისთვის მისი გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება არაადეკვატურად მიაჩნიათ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ, პირადად გაეცნოთ საკრებულოს თავმჯდომარისთვის აქციის მოთხოვნა კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

სოციალურ ქსელში გაკეთებული ხმაურიანი განცხადება, სადაც დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, დღეს იუსტიციის მინისტრმა გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა და თქვა, რომ საკრებულოს დეპუტატის ამ მიზეზით დასჯა სწორად არ მიაჩნია.

ბოლო დღეების ანტიგმირი საკრებულოში დღეს არ გამოჩენილა, მან "კურიერისთვის" სატელეფონო განმარტებები გააკეთა.

ერეკლე კუხიანიძისთვის მიუღებელია ის თავდასხმა და ბულინგი, რაც მის მიერ გავრცელებულ პოსტს მოჰყვა.

ერეკლე კუხიანიძე ცნობილი ქართველი მსახიობის - ნუცა კუხიანიძის მამაა. მამის სტატუსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟს მსახიობი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დეპუტატის პოზიცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ 40 დღიანი ტყვეობაში მყოფ ექიმთან მიმართებაში მიუღებელია მისი შვილისთვისაც.

ამავე თემაზე - სხვადასხვა ბანაკში ვართ, მის პოზიციას არ ვიზიარებ - ერეკლე კუხიანიძის შვილი

დღის ამბები