30 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ორ სამართალდამცავს 15 წლის მოზარდის საქმის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა

15 წლის მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, უფლებამოსილება შეუჩერდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორივე მათგანს უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეუჩერდა. 

"თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები