30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
საქმე, რომელსაც პროკურატურა 6 წლის შემდეგ მიუბრუნდა - ოპოზიცია გიგა ბოკერიას საქმეში პოლიტიკურ მოტივს ხედავს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი მის პროკურატურაში დაბარებას ცალსახად პოლიტიკური მოტივით ხსნის.

გიგა ბოკერია მთავარ საგამოძიებო ორგანოში არ მისულა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. პროცედურის დასრულების შემდეგ მხარეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

ფაქტმა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის საქმეს საგამოძიებო ორგანო 2014 წლის შემდეგ ხელახლა მიუბრუნდა, ეჭვები ოპოზიციურ სპექტრში გააჩინა. 2011-12 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები დღეს ლევან თარხნიშვილმაც გააკეთა, რომელიც იმ დროისთვის პრეზიდენტის მრჩეველი იყო და უშიშროების საბჭოს მუშაობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

ბოკერიასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს აქტიურად აკვირდებიან მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსების მსგავსად, ეჭვებს ვადებთან დაკავშირებით გამოთქვამენ.

2014 წელს დაწყებული გამოძიების გააქტიურება მხოლოდ გიგა ბოკერიას გამოკითხვას არ მოიცავს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ორგანიზაციაში უკვე ჩატარდა, რომელთანაც უშიშროების საბჭოს ლობისტებთან სამუშაოდ ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული. მათ შორის იყო საინფორმაციო და პიარ ტექნოლოგიების ცენტრი, ასევე კვლევისა და განვითარების ასოციაცია. როგორც გამოძიების დაწყების ეტაპზე ასევე დღესაც, კეთდება განმარტება, რომ ბიუჯეტიდან თანხების განკარგვა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურებოდა. ეს იმ ფონზე, რომ საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით 16 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივად დახარჯვის ბრალდებაზე მუშაობს. 

დღის ამბები