„ქალებო, მინდა იცოდეთ - თქვენ არ ხართ იდეალურები, თუმცა ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ქალი ლიდერი ეყოლება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“ - განაცხადა ობამამ.
კითხვაზე - ოდესმე თუ შეიძლება განიხილოს პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნება, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიდერებმა სავარძელი სხვას უნდა დაუთმონ.
ბარაკ ობამას აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობა 2009-2017 წლებში ეკავა. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ცოლთან, მიშელ ობამასთან ერთად საქველმოქმედო ფონდი დაარსა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდა ლიდერების აღზრდას ემსახურება.
წყვილი კუალა-ლუმპურში „ობამას ფონდის“ ღონისძიებაზე გასულ კვირას იმყოფებოდა.