30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ანას სკვერის" დასაცავად მორიგი ხმაურიანი აქცია გაიმართა

ხმაურის ფონზე ჩაიარა "ანას ბაღის" დასაცავად გამართულმა აქციამ, სადაც მოსახლეობის მხარდასაჭერად ანა დოლიძე და სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ.

ადგილობრივები უკვე 3 წელია თბილისის მერთან შეხვედრას და იმ მშენებლობის შეწყვტას ითხოვენ, რომელსაც "ევროპული სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.

"მოსახლეობას დიდი ხანია პრეტენზიები აქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გაიცა ნარმანიას დროს. ისინი მოითხოვენ შეხვედრას ქალაქის მერთან, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ თემის მშვიდობიანად გადაწყვეტაში,"-ამბობს ანა დოლიძე.

"ამ დამიანებმა გვთხოვეს, მოვსულიყავით და გვერდში დავდგომოდით. ვთვლით, რომ მათი პროტესტი არის სამართლიანი და თბილისის მერიამ დასკვნები უნდა გააკეთოს. არ შეიძლება ადამიანებს სასუნთქი ჰაერი არ დაუტოვო,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. 

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი ამბობს,  რომ მშენებლობის ნებართვა კანონიერად აქვთ მოპოვებული და ნაკვეთი, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს, სკვერთან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები