30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წლების წინ დაწყებულ საქმეზე იკითხებოდა.

საუბარია პერიოდზე, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

"ვერაფერი ახალი ვერ გავიგე ამ გამოკითხვიდან, გარდა იმისა, რომ საქმეს გრიფი ადევს და დეტალებზე არ ისაუბროო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რასაც შეიძლება გრიფით საიდუმლო ჰქონდეს.

თუ რამე არის სენსიტიური იმ პერიოდის მოღვაწეობიდან, რასაც უშიშროებიის საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დროს, იმ სენსიტიურ ამბებზე, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, არცერთ შემთხვევაში ჩემგან ინფორმაცია არ ექნებათ,"-განაცხადა გამოკითხვის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები