30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ" - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების დროს მიხეილ ყაველაშვილმა  თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს მიმართა და უთხრა, რომ ციხეში არ შეშვებას მიზეზი ჰქონდათ.

"ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ" - სწორედ ეს ბიუროს სხდომაზე ყაველაშვილის რეპლიკა. 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერები პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ აგრესიულები იყვნენ და საუბარს არ აცდიდნენ.

"ძალიან ცუდად მოიქცნენ, როდესაც საპარლამენტო დარბაზში მოასხეს რაღაც სითხე და მოწამლეს ადამიანები. ჩემი რეპლიკაც სწორედ აქედან გამომდინარეობდა - ვუთხარი, ჩვენი პატიმრების პრევენციაა, რომ იქაც რამე არ დაასხათ-მეთქი. რა ფორმითაც მიმართავდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, იყო მიუღებელი. საუბარს არ აცდიდნენ და ამიტომ, ჩემი აღშფოთება გამოიწვია ამ ყველაფერმა," განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები