30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჯერ არ დაკითხულან პირები, რომლებმაც ბავშვებს სცემეს

ვინ იყვნენ ბავშვები, რომლებზეც სასტუმროსა და მერიის უსაფრთხოების თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯერ-ჯერობით, დადგენილი არ არის. 

საქმეში სოციალური სამსახური ამ დრომდე არ ჩართულა. უცნობია, როდის დაკითხავენ იმ პირებს, რომლებიც გავრცელებულ მძიმე კადრებში ფიგურირებენ.

"ვიდეოში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ცალსახად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რადგან სახეზეა ძალადობა და ცემა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ გამოძიება შესაბამისმა ორგანოებმა,"- განმარტავს საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რეზო აჭარაძე. 

ფაქტის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. ობუდსმენის აპარატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, კარგად გამოიძიონ მომხდარი და დამნაშაავეები დაისაჯონ.

დღის ამბები