30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს ტერორისტულ აქტს უწოდებს

თბილისის მთავარ სამმართველოში ენძელა მაჭავარიანის დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება, საგამოძიებო უწყება პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც კობა ლურსმანაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, გამომძიებლები დაინტერესდნენ, თუ სად იმყოფებოდა კობა ლურსმანაშვილი 12 დეკემბერს იმ წუთებში, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაუდგენელმა პირებმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრი აცხადებს, რომ მან გამომძიებლებს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კობა ლურსმანაშვილმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

"პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მიმდინარე სხდომის ჩაშლას ტერორისტული მეთოდებით, სწორედაც ამ ფაქტის გამოძიებას აწარმოებს თბილისის საგამოძიებო სამსახური. ერთი გახლავთ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მეორე გახლავთ სახელმწიფო ორგანოზე მიტანილი იერიში და ხელყოფა, მისი მოქმედების შეჩერება და თუ მათ ვინც ეს ჩაიდინა ძალიან აინტერესებთ, შეუძლიათ გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ შესაბამისი მუხლი, რაც ტერორიზმის განმარტებას მოიცავს.

როგორც ვიცი, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო "სირცხვილიამ". მე მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციებიც არიან საქართველოს სირცხვილი.

იმ დღეს გახლდით პარლამენტში, მათ შორის ვარ დაზარალებულიც, რადგანაც ჩემთვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა," - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დღის ამბები