30 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ - აქცია თბილისში

დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ! - ამ მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბებიან.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ყოვლად მიუღებელია თბილისს მსგავსი სამარცხვინო დეპუტატი ჰყავდეს და მას უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა და ამაზრზენმა საჯარო მოხელემ. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. მას არც მორალური, არც პოლიტიკური და აღარც ადამიანური უფლება აღარ აქვს რომ თბილისის საკრებულოში დარჩეს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარალელურად, კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია - საჭიროა 10 დეპუტატის ხმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ის უკვე რამდენიმე დღეა რაც საკუთარი განცხადებების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტია.

კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, რუსეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრემლთან ურთიერთობების დალაგებაში ხელისუფლებას ხელს პროვოკაციები უშლის.

დღის ამბები