30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
თურქმა დეპუტატებმა ფემიციდი დაგმეს

თურქეთის პარლამენტში დეპუტატმა ქალებმა ფემიციდი დაგმეს. მათ პლენარულ სხდომაზე მოკლული ქალების ფოტოები მიიტანეს და სპეციალური საპროტესტო სიმღერა შეასრულეს.

სიმღერა "მოძალადე" ჩილეს ფემინისტურმა ჯგუფმა შექმნა. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ისმოდა.

თურქი პარლამენტარი ქალების პროტესტი გასულ კვირას სტამბოლში ფემიციდის წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევამ გამოიწვია. აქციაზე პოლიციამ 7 დემონსტრანტი დააკავა. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში მხოლოდ გასულ წელს 440 ქალი მოკლეს, მოძალადე უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლის მეუღლე იყო.

 

დღის ამბები