30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის" - თეა წულუკიანი

"ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის" -  განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მეტეხში, ელჩების თანდასწრებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ.

თეა წულუკიანის  განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედეგის გარეშე დასრულდა.

"მოვიტანეთ ჩვენი არგუმენტები, ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში და ერაყში და ალბათ  ეს მოდელი იმ ქვეყნებში შეძლებისდაგვარად მუშაობს. მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. 

შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ აღარ განვიხილავთ იმ ყველაფერს, რაზეც დღეის ჩათვლით ვიმსჯელეთ და საჭირო იქნება რაღაც ახალი ინიციატივა.

ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ჩვენ ძალიან  ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები