30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დიალოგი საუკეთესო პლატფორმაა, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია დასრულდეს - ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ორივე მხარე თანახმაა პრობლემა დიალოგით მოგვარდეს.

"მოხარული ვარ შეხვედრების გაგრძელებით. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და თავიდან ავირიდოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარეს შორის მზაობა არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად.  ფუნდამენტურ საკითხებზე მსჯელობისას მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს. არსებობს მათი მზაობა, რომ დიალოგი ისევ გაგრძელდეს. ჩვენ კი შევასრულებთ შუამავლის როლს," - განაცხადა კარლ  ჰარცელმა.

 

დღის ამბები