ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე, ჩაის პლანტაციები იწვის.
"კურიერის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცეცხლი ორ კერად არის გაჩენილი და თანდათან დიდ ფართობზე ვრცელდება.
112 -ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიემართებიან.