30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდი, სკოლის იერსახის დამახინჯების ფარგლებში დაწყებული გამოძიების დროს, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა.

"2019 წლის 10 დეკემბერს, 112-ში შემოსული ზარის საფუძველზე, თბილისის პილიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის პირველმა განყოფილებამ, ქალაქ თბილისში "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ზარი სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა. საქმეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზირებულმა გამომძიებელმა, მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები - ზარის ავტორი, სკოლის დირექტორი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო "მწვანე სკოლის" კედლების დაზიანების ფაქტი. 

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი ინიციატივა არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში დატოვა პოლიცია. ორივე შემთხვევაში, არასრულწლოვანი დედის თანდასწრებით გამოიკითხა.

რაც შეეხება არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიებას, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან და უწყებას ჩვენ მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები,"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთან მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები