30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
დემონსტრაცია რომში - სალვინის მოწინააღმდეგეები ქუჩაში სარდინის პლაკატებით გამოვიდნენ

რომში ყოფილი ვიცე-პრემიერის პარტიის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მოეწყო. დემონსტრანტები მემარჯვენე პარტიისა და მისი ლიდერის ანტიმიგრანტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მომიტინგეებს სარდინის გამოსახულებით პლაკატები და სათამაშოები ეკავათ.

თევზის ეს სახეობა მატეო სალვინის წინააღმდეგ მოძრაობის სიმბოლოა. ყოფილი პრემიერი იტალიისგან ჩრდილოეთ პროვინციების გამოყოფის მომხრე და მიგრანტების წინააღმდეგია. ის ერთ თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყრის კენჭს. სალვინის, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მაისურით იყო ჩასული, იტალიაში პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ.

დღის ამბები