ნეპალში ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაყავდა, 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
შედეგად დაიღუპა 14 და მძიმედ დაშავდა 18 ადამიანი, რის გამოც შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ავტობუსს სულ 32 მგზავრი გადაყავდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.