ფილიპინებზე, მინდანაოს კუნძულზე, 6,8 მეათედი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი. დაღუპული 6 წლის ბავშვია.
მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან 60 კილომეტრის დაშორებით იყო.