30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ტვ პირველის ჟურნალისტი სალომე თითმერია და ოპერატორი ბექა მარშანიშვილი დღეს საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

"ქართული ოცნების" ღონისძიების დასრულების შემდეგ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის განმარტებით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც ჟურნალისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა.

პოლიციაში გადამღები ჯგუფის წევრებთან იმყოფებიან არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი და გენერალურ დირექტორი ინგა გრიგოლია.

დღის ამბები