30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე პატივისცემის გარეშე საუბარი, ჩემთვის ძალიან მძიმე და მიუღებელია" - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის მხარდასაჭერად პირად ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და  ყველას მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინონ.

იონათამიშვილის თქმით, აუცილებელია აქტიური მუშაობა, რომ ვაჟა ექიმი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდეს.

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი წერს, ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ექიმის ოჯახის გვერდით დადგება.

"ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე პატივისცემის გარეშე საუბარი, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და მიუღებელი. როცა ყოველი დღე თენდება იმ იმედით, რომ ეს უსამართლობა დასრულდება, მაგრამ მოლოდინი არ წყდება, არავინ ვიცით რა ხდება მათ გულებში. ამიტომ, ჩვენი ვალია გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მზრუნველობა, გავუფრთხილდეთ მათ და მჯერა ჩვენი აქტიური მუშაობით, ერთად დგომითა და საერთაშორისო მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით, შევძლებთ ვაჟა ექიმის ოჯახში დაბრუნებას.

მე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, აუცილებლად დავდგები ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და მათთან ერთად მოვითხოვ ღირსეული ადამიანის ოჯახში დაბრუნებას," - აღნიშნავს რატი იონათამიშვილის საკუთარ პოსტში.

დღის ამბები