30 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
15 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის რეანიმატოლოგის გიორგი ქიქავას ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

"პაციენტი ნევროლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ის ამჟამად მართვით სუნთქვაზეა," – აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ თბილისის "მწვანე სკოლის" ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რის გამოც არასრულწლოვანი პოლიციაში იყო დაბარებული.

დღის ამბები