30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"ერეკლე კუხიანიძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია" - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დატყვევებული ექიმის შესახებ, საკრებულოს დეპუტატის მიერ დაწერილ ფეისბუქ სტატუსს მცირე კომენტარით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერეკლე კუხიანიძის ეს განცხადება მისთვის მიუღებელია.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფო მობილიზებულია და ყველა რესურსს იყენებს ექიმის ოჯახში დასაბრუნებლად.

"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და   ძალისხმევის უპრეცენდენტო მობილიზებაა, მესმის, რომ ყველანი ვართ ნერვებზე, მაგრამ ნერვები არ არის ის რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ. ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნოთ ოჯახს, ქვეყანას და კლინიკას. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ჩემთვის მიუღებელია," - აღნიშნა თეა წულუკიანმა მედიასთან.

დღის ამბები