30 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ეს ის თაობაა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ძალადობასა და სიყალბეზეა​ დამყარებული - კალაძე

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე "საქართველოს გზა ევროპისკენ" შეკრებილ ხალხს, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა. კალაძემ გამოსვლის დასაწყისში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახსენა და მას და მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.  

კალაძის თქმით, ევროპა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია და ეს თვისებები ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებს. კალაძის თქმით, ევროპა საქართველოს სახლია და ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის უცხო არაა.

"თითოეულმა ქართველმა პირველ რიგში ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დავიმკვიდროთ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურად წევრად ქცევა მხოლოდ ფორმალობა იქნება," - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძის თქმითვე, საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებულია თავისუფალ თაობასთან ერთად.

"თქვენ ხართ თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდისტულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს, ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული,"- აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები