30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ცინიკურ და სულელურ ინიციატივაზე ლაპარაკს არ ვაპირებთ - ბურჯანაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის მორიგ რაუნდზე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი 15 დეკემბერს ჩაინიშნა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხილვას არ აპირებენ.

"ჩვენ ამ აბსოლუტურად ცინიკურ და სულელურ ინიციატივაზე ლაპარაკს ხვალ ნამდვილად არ ვაპირებთ. თუ მაგაზე ლაპარაკს აპირებს "ქართული ოცნება", კიდევ ერთხელ მოიჭრის თავს ქართული საზოგადოების, დიპკორპუსის წინაშე. ჩვენ ხვალ ველოდებით გერმანული მოდელის მეორე ნაწილის, მრავალმანდატიანთან დაკავშირებით მათ პოზიციას და პარალელურად ველოდებით პროპორციულის ნაწილში ოდირის დასკვნას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები