30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი" - ნიკა გვარამია პროკურატურაზე

"რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებად ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია მოწმეებზე, რომელიც დაცვის მხარემ სამართლებრივი უზუსტობების გამო წარადგინა.  

ერთ-ერთი ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურორები პოლიტიკურად მოტივირებულები არიან.

"ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან, ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანებს პოლიტიკური ბრალი დასდონ, სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ესენი აქ წარმოადგენენ. ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს პროკურატურა არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსთვის,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოსაზრებას არ შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულების სახე და ეს ყველა კვალიფიცირებული იურისტისთვის ცნობილი უნდა იყოს. 

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, კომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და სარეკლამო კომპანია "ინტერმედია პლიუსის" ხელმძღვანელს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები