30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
სასამართლოს გადადების მიზეზია ის, რომ ვაჟა კვლავ არ აღიარებს ე.წ. "საზღვარს" - ირინა გაფრინდაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დარჩენას მისი შვილი, ირინა გაფრინდაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც ირინა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადადების მიზეზია ის, რომ ვაჟა ექიმი არ ცვლის ჩვენებას და კვლავ არ აღიარებს ე.წ. "საზღვარს" 

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. "საზღვარს" ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის", – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები