30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"კიდევ შევუერთდებით მოთხოვნას, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას გათავისუფლება" - ექიმების მხარდაჭერა 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მისი კოლეგები ეხმაურებიან.

"არ შეიძლება ექიმები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დააკავონ და ამის გამო, ერთი თვე ჰყავდეთ გამომწყვდეული ციხეში. კიდევ შევუერთდებით მოთხოვნას, რომ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას გათავისუფლება და ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი კოლექტივის სახელით გამოვხატოთ ბატონი ვაჟას მიმართ.“ - განაცხადა მერაბ მაისურაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. შემდეგი ე.წ. სასამართლო სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა.

დღის ამბები